ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგის მონაწილეებმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. რამაც საშუალება მომცა უფრო მეტი გამეგო პროექტის დაწერის შესახებ.საინტერესო იყო თითოეულის მიერ წარმოდგენილი პროექტი პრეზენტაცია.
ვიმუშავეთ ბლოგში,შევქმენით გვერდები.მისამართის მიბმა,გაჯეტები.
პროექტების სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო პირადად ჩემთვის.ამ ტრენინგით ვისწავლე პროექტის წარმართვის მიზნით სამუშაო საქაღალდისა და ფაილების შექმნა.ასევე ბლოგში გაჯეტებზე მუშაობისას ყველაზე საინტერესო იყო HTML ,რომლითაც შეგვიძლია ვიდეოებისა და ალბომების დამატება.
ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება,დარწმუნებული ვარ,ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმაში,წარმართვასა მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ჩართულობის გაზრდაში,რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს.დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის.
No comments:
Post a Comment