Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

       ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგის მონაწილეებმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. რამაც საშუალება მომცა უფრო მეტი გამეგო პროექტის დაწერის შესახებ.საინტერესო იყო თითოეულის მიერ წარმოდგენილი პროექტი პრეზენტაცია.
        ვიმუშავეთ ბლოგში,შევქმენით გვერდები.მისამართის მიბმა,გაჯეტები.
პროექტების სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო პირადად ჩემთვის.ამ ტრენინგით ვისწავლე პროექტის  წარმართვის მიზნით სამუშაო საქაღალდისა და ფაილების შექმნა.ასევე ბლოგში გაჯეტებზე მუშაობისას ყველაზე საინტერესო იყო  HTML ,რომლითაც შეგვიძლია ვიდეოებისა და ალბომების დამატება.
         ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება,დარწმუნებული ვარ,ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმაში,წარმართვასა მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ჩართულობის გაზრდაში,რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს.დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

      ეს დღე ჩემთვის იყო ნაყოფიერი. ვისწავლეთ ფასილიტატორის რესურსის შექმნა.
 რაც დამეხმარება მეც და მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს.
      გადავხედეთპორტფოლიოს. ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის ატვირთვა და გაჯეტები.
მივხვდი როგორ უნდა დავამზადო სასწავლო რესურსი რაც დამეხმარება კრედიტქულების დაგროვებაში.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

      ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით.
განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მეთოდი მოსწავლეებთან მუშაობისას რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
         ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე
        ტრენინგის მეშვიდე დღე იყო ბევრის მომცემი და ნაყოფიერი.  

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

           ნაყოფიერი იყო ჩემთვი ეს დღე.დავიწყეთ გამეორებით.გავეცანითსაავტორო უფლებებსა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.
           კომენტარების ბლოგზე მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება. განვიხილეთ გაჯეტები.
           შევქმენით მოსწავლის ბლოგი.
     

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე




    დღე დავიწყეთ  გამეორებით გავეცანით  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდებს.  გავაკეთეთ  დროში  გაწერილი  გეგმა.შევისწავლეშ  თუ  როგორ  უნდა  მოვახდინოთ  პორთფოლიოს  პრეზენტაცია.
       ვიმუშავეთ  ბლოგში,  სადაც  მოვახდინეთ  სურათების  ჩასმა. ვისწავლეთ  წაშლა  და  აღდგენა.ფონის  დაყენება.
       დღევანდელი  დღე იყო  ნაყოფიერი  და  ბევრის  მომცემი.
     

Wednesday, September 9, 2015

პროექტის მესამე დღე.

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.მივუსადაგეთ სტანდარტით დადგენილი შედეგი. სტანდარტიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ მიზანი. შევიმუშავეთ მიმართულების მომცემი საკვანძო ნიშნები.




Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

                   
           
            გავიმეორეთ  წინა  დღის  მასალა,  ვორდის  ინსტრუქციები.ვისწავლეთ  ბუკლეტის  დამზადება,  ვიმუშავეთ  ბლოგში.